კახა კალაძე: ყრილობაზე გავიგებთ, ვიქნები თუ არა პარტიის გენერალური მდივანი

პოლიტსაბჭოს შემადგენლობასთან დაკავშირებით ინფორმაცია საზოგადოებისთვის ყრილობის შემდეგ გახდება ცნობილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.
„როგორი შემადგენლობით იქნება პოლიტსაბჭო, ამას გაიგებთ. ყრილობა 11 მაისს არის ჩანიშნული. პარტია მზად არის, კონფერენციები დასასრულს უახლოვდება. ყრილობაზე მათ შორის იმას გავიგებთ, ვიქნები თუ არა გენერალური მდივანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რიგით მეხუთე ყრილობა 11 მაისს გაიმართება. ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს აირჩევენ, ასევე, აირჩევენ პარტიის ახალ პოლიტსაბჭოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები