მიხეილ ჯანელიძე: ნატოს ფორუმის მიზანი სრულ თანხვედრაშია პრემიერ-მინისტრის ინიციატივასთან საზოგადოებასთან მეტი დიალოგის თაობაზე

ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის მიზანი სრულ თანხვედრაშია ქვეყნის მთავრობის, პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ ინიციატივასთან და მიდგომასთან მეტი ჩართულობის და მეტი დიალოგის შესახებ, რომელიც საზოგადოების მეტ ინფორმირებულობას ემსახურება. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ეს წელი გამოცხადებულია დიალოგის და ჩართულობის წლად, რომელიც თავის თავში გულისხმობს საზოგადოებასთან გახსნილ დიალოგს, უფრო მეტ კომუნიკაციას, იმ პრიორიტეტების შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობას გააჩნია და იმ საჭიროებების შესახებ, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას აქვს.

„მოგეხსენებათ რომ ჩვენს საზოგადოებაში მაღალია ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდამჭერთა რიცხვი, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ ეს მხარდაჭერა იყოს ინფორმირებული, კარგად გაცნობიერებული მხარდაჭერა. შესაბამისად ჩვენ საზოგადოებას მივაწოდოთ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია, იმ სარგებლის, იმ შედეგების შესახებ რომელიც ჩვენ ამ პროცესში გვაქვს”-განმარტავს საგარეო საქმეთა მინისტრი.

როგორც ცნობილია, თბილისი ორი დღის მანძილზე, ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმს მასპინძლობს, რომელშიც ძალიან მაღალი დონის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები