მაიკლ პომპეო: აშშ ისრაელს მხარს უჭერს ქვეყნის დასაცავად განხორციელებულ ყველა ქმედებაში

იორდანიაში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკლ პომპეომ ისრაელს, პალესტინასთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოუწოდა და კიდევ ერთხელ გააჟღერა აშშ-ის შეშფოთება ამ ყველაფერში, ირანის როლთან დაკავშირებით.
პომპეომ ისრაელის ქმედებები არ გააკრიტიკა და არც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ ებრაელმა ჯარისკაცებმა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, 50-მდე უიარაღო პალესტინელი, ღაზას სექტორთან მიმდინარე საპროტესტო აქციისას მოკლეს, რა დროსაც პალესტინელები, ისრაელის მხრიდან, დაკარგული მიწების დაბრუნებას ითხოვდნენ.
„ჩვენ გვწამს, რომ ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი ქვეყანა, რაშიც სრულიად ვუჭერთ მხარს“-განაცხადა პომპეომ იორდანიის დედაქალაქ ამანში, სადაც ის საუდის არაბეთიდან საქმიან შეხვედრაზე ჩაფრინდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები