ავღანეთში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა

ავღანეთში, ტერორისტული აქტების სერიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ, 29-ს მიაღწია.
ორი ერთმანეთის პარალელურად მომხდარი აფეთქების ხმა დღეს, დილით ადრე გაისმა ავღანეთის დედაქალაქში.
მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო ისლამურმა რადიკალურმა დაჯგუფება „თალიბანმა“.
ცნობილია, რომ აფეთქების შედეგად, „ფრანს პრესის“ ფოტოგრაფი გარდაიცვალა, ხოლო TOLOnews-ის, 1TV-ის დ Al Jazeera-ს ჟურნალისტებმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს.
გარდაცვლილთა რაოდენობა სულ უფრო და უფრო მატულობს, იქიდან გამომდინარე, რომ აფეთქების შედეგად დაშავებულთა შორის ბევრის მდგომარეობა კრიტიკულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები