ირანმა აშშ-ის ბრალდებები, ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დაძაბვის თაობაზე, უარყო

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ბახრამ კასემმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკლ პომპეოს ბრალდებებს, აბსურდული უწოდა.
ცოტა ხნის წინ, მაიკლ პომპეომ, საუდის არაბეთში მიმდინარე ვიზიტისას განაცხადა, რომ ირანი ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დესტაბილიზაციას ახდენდა. მან ირანი ტერორისტების მხარდაჭრაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ისევე, როგორც ხუსიტებისთვის იარაღის მიწოდებასა და იემენის მთავრობის მისამართით განხორციელებულ კიბერ შეტევებში.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კი, პომპეოს განცხადებას უსაფუძვლო და ცარიელი სიტყვები უწოდა. „რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა ირანის როლის შესახებ, ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანასთან მიმართებაში, არის ცარიელი სიტყვები და უსაფუძვლო ბრალდებები“-განაცხადა ბახრამ კასემმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები