„ელკმა“ ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა

საპარლამენტო პარტია „ელკმა“, სომხეთის რადიკალური ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტიის წარმომადგენლები დღესვე გამართავენ შეხვედრებს პარლამენტში არსებულ ფრაქციებთან, ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენის თაობაზე.
ფაშინიანის კანდიდატურას უკვე მხარდაჭერა გამოუცხადა, სომხეთის ყოფილმა მმართველმა პარტია „დაშნაკცუცუნმა“.
ფაშინიანი კი ვარაუდობს, რომ მისი კანდიდატურის სასარგებლოდ, ხმებს მმართველი პარტიიდანაც მიიღებს. პრემიერ-მინისტრობისთვის ფაშინიანს არსებული 105-იდან 53 ხმის მიღება ესაჭიროება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები