ქაბულში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა, დაშავებულია 50 ადამიანი
ავღანეთის დედაქალაქში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა, 50-მა ადამიანმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
ორი აფეთქება ქაბულში დღეს დილით, თითქმის ერთდროულად გაისმა. არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად, ადგილობრივებთან ერთად TOLOnews-ის, 1TV-ის დ Al Jazeera-ს ჟურნალისტებიც დაშავდნენ, ხოლო ფრანს პრესის ფოტოგრაფი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის დეტონაციის შედეგად გარდაიცვალა.