აფეთქებას ავღანეთში „ფრანს პრესის“ ფოტოგრაფი ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად, რომელიც დღეს დილით მოხდა, „ფრანს პრესის“ ფოტოგრაფი გარდაიცვალა.
ქაბულში ორი აფეთქების ხმა თითქმის ერთი და იგივე დროს გაისმა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პირველი აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა ჩაიდინა, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა. ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, ორივე აფეთქების შედეგად, ჯამში 21 ადამიანია გარდაცვლილი. ცნობილი ხდება, რომ მეორე აფეთქების შედეგად დაშავებულთა შორის TOLOnews-ის, 1TV-ის დ Al Jazeera-ს ჟურნალისტები არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები