ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა
ქაბულში დღეს ორი აფეთქება ერთმანეთის პარალელურად მოხდა, რის შედეგადაც 21 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო 27-მა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.
არსებული ინფორმაციით, პირველი აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა ჩაიდინა, რომელიც მოტოციკლეტით გადაადგილდებოდა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მეორე აფეთქების შედეგად დაშავებულთა შორის TOLOnews-ის, 1TV-ის დ Al Jazeera-ს ჟურნალისტები არიან. „ფრანს პრესი“ კი, მათი ჟურნალისტის დაშავების შესახებ იტყობინება.