კიმ ჩენ ინი, ბირთვული პროგრამის შეჩერების გადასამოწმებლად, ამერიკელ ექსპერტებს მოიწვევს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ამერიკელი ექსპერტების მოწვევას გეგმავს ქვეყანაში არსებული ბირთვული პროგრამის შეჩერებისა და საცდელი პოლიგონების დახურვის დასადასტურებლად.
არსებული ინფორმაციით, პროცესებზე დასაკვირვებლად, ქვეყანაში ასევე მიიწვევენ სამხრეთ კორეელ ექსპერტებს.
ჩრდილოეთ კორეა, მაისში, ბირთვული პროგრამის ოფიციალურ შეჩერებას და საცდელი პოლიგონების დახურვას გეგმავს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ამ საკითხს, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ მიუბრუნდებიან შეხვედრისას, რომელიც მაისის პირველ რიცხვებშია დაგეგმილი.
არსებული ინფორმაციით, ბირთვული პროგრამის დახურვა დონალდ ტრამპის კატეგორიული მოთხოვნა იყო კიმ ჩენ ინის მიმართ. შემოთავაზებაზე თანხმობამ კი, უპრეცედენტო შეხვედრის დაგეგმვა გახადა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები