ებრაელმა ჯარისკაცებმა 3 პალესტინელი მოკლეს

ისრაელ-პალესტინის ადმინისტრაციულ საზღვარზე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ებრაელმა ჯარისკაცებმა 3 პალესტინელი მოკლეს. შემთხვევის შემდეგ, ისრაელის ჯარის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა, მომხდარის შესახებ, საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ერთი პალესტინელი უკანონოდ ცდილობდა იერუსალიმის ტერიტორიაზე შეღწევას, ხოლო აქციის ორი მონაწილე, ჯარისკაცებს თავს დაესხა, რის გამოც, მათი ლიკვიდაცია გახდა საჭირო.
ისრაელის საჯარისო შენაერთები ისრაელ-პალესტინის საზღვარზე გაორმაგებული რაოდენობით არის დისლოცირებული. ეს მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მარტიდან, პალესტინელებმა საზღვართან საპროტესტო აქციების ჩატარება დაიწყეს, რომელსაც „დაბრუნების დიდი მარში“ უწოდეს.
1 თვის განმავლობაში, ებრაელმა სამხედროებმა უკვე 50-მდე პალესტინელი მოკლეს ღაზას სექტორთან მდებარე სასაზღვრო ბლოკ-პოსტზე, სადაც, რეგულარულად, საპროტესტო აქციები ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები