მსუბუქი ავტომობილის მძღოლი მარათონის მონაწილეებს დაეჯახა
უელსის ქალაქ ნიუპორტში, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, საკუთარი მანქანით, ხალხის მასაში შეიჭრა. შემთხვევის შედეგად, 4 ადამიანი უმძიმესი ტრავმებით, სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ქალაქში მარათონი მიმდინარეობდა, რომელშიც 6 000-მდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას. დაშავებულებს მანქანამ გამიზნულად რამდენიმეჯერ გადაუარა.
სამართალდამცველებმა ავტომობილი შემთხვევის ადგილიდან მოშორებით აღმოაჩინეს, რომელსაც, გამიზნულად, ცეცხლი ჰქონდა მოკიდებული.
პოლიცია მომხდართან დაკავშირებით ამ ეტაპზე დამატებით კომენტარს არ აკეთებს. რამდენიმე დღის წინ, ანალოგიური შემთხვევა ტორონტოშიც მოხდა, სადაც მინივენმა 9 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო 16 ადამიანი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში აღმოჩნდა.