ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის კათალიკოს-პატრიარქს შეხვდა
სომხეთის რადიკალური ოპოზიციის ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის გაცხადებით, ის სომხეთის კათალიკოს-პატრიარქს, გარეგინ მეორეს შეხვდა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა.
„ახლახანს ეჩმიაძინში სომხეთის კათალიკოს-პატრიარქს, გარეგინ მეორეს შევხვდი, შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული სიტუაცია და არსებული პრობლემების მოგვარების გზები განვიხილეთ“, -აღნიშნა ფაშინიანმა.
საპროტესტო აქციები სომხეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ყოფილი პრეზიდენტი, სერჟ სარგსიანი დაინიშნა. 11-დღიანი მასშტაბური საპროტესტო აქციების შედეგად, სარგსიანი გადადგა, თუმცა აქციები არ წყდება, მოქალაქეები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და დროებითი მინისტრთა კაბინეტის დანიშვნას ითხოვენ.