ებრაელმა ჯარისკაცებმა ღაზას სექტორში სამი პალესტინელი მოკლეს

ღაზას სექტორში, ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარე სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მსვლელობისას, ებრაელმა ჯარისკაცებმა 3 პალესტინელი მოკლეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საზღვარზე არეულობის შედეგად, 600 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი.
გუშინ, გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესმა კომისარმა ისრაელის ქმედებები პალესტინის საზღვარზე სასტიკად დაგმო და აღნიშნა, რომ ისრაელის არმიის მხრიდან ადგილი აქვს ძალის გადამეტებას.
„დაბრუნების დიდი მარშის“ სახელით ცნობილი საპროტესტო აქციები პალესტინა-ისრაელის საზღვარზე უკვე 1 თვეა, რეგულარულად იმართება. საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, ებრაელმა ჯარისკაცებმა უკვე 42 ადამიანი მოკლეს, მათ შორის, 4 ბავშვია. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილთა უმრავლესობას ცეცხლნასროლი ჭრილობები თავის ან კისრის არეში, სავარაუდოდ, სნაიპერის მიერ აქვს მიყენებული.
ებრაული მხარე ბრალდებებს ირიბად პასუხობს და აცხადებს, რომ საზღვარზე ჯარისკაცები კანონით გათვალისწინებული ნორმებით ხელმძღვანელობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები