აშშ მზადაა, კორეის ნახევარკუნძულიდან საჯარო შენაერთების გაყვანის საკითხი კიმ ჩენ ინთან განიხილოს
დღეს, პენტაგონის ხელმძღვანელმა, ჯეიმს მეტისმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, კორეის ნახევარკუნძულიდან საჯარო შენაერთების გაყვანის საკითხი ფხენიანთან განიხილოს.
„ეს და კიდევ მთელი რიგი საკითხებისა აუცილებლად განიხილება ჩვენს პარტნიორებთან და რა თქმა უნდა, ფხენიანთან დაგეგმილი შეხვედრის დროს“, – აღნიშნა მეტისმა.
ცნობილია, რომ სამხრეთ კორეაში ჩატარებული სამიტის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კინ ჩენ ინს უახლოეს მომავალში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი – დონალდ ტრამპიც შეხვდება.