ამერიკელი სენატორი ტრამპისთვის ნობელის პრემიის გადაცემას ითხოვს

ამერიკის “რესპუბლიკური პარტიის” წევრმა და სენატორმა, ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საკითხის დარეგულირების გათვალისწინებით, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას იმსახურებს.
„დონალდ ტრამპმა დაარწმუნა ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი, რომ ის სერიოზულადაა განწყობილი, რეგიონში მშვიდობის დამკვიდრების თვალსაზრისით. ჩვენ ამას ჯერ ნაწილობრივ მივაღწიეთ, თუმცა თუ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება, მაშინ დონალდ ტრამპი მართლაც რომ ნობელის პრემიის ღირსი იქნება მშვიდობის დარგში“, – აღნიშნა გრემმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ტრამპმა ფხენიანი აიძულა, მოქცეულიყო ისე, როგორც ცივილიზებული სახელმწიფოები იქცევიან, ან მთელი სიმძაფრით მოუწევდა ამერიკის წნეხის ატანა ბალისტიკური რაკეტების წარმოების გამო.
პარალელურად კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს უახლოეს პერიოდში შეხვდება და მასთან მოლაპარაკებებს გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები