ჩინეთში მოკლული მოსწავლეების რაოდენობა ათამდე გაიზარდა
ჩინეთში მოკლული სკოლის მოსწავლეთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედიასაშუალებები იუწყებიან. გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთში, იულინის ოლქში, უცნობი მამაკაცი საშუალო სკოლის მოსწავლეებს ცივი იარაღით დაესხა თავს და 7 მათგანი მოკლა, ხოლო 12 დაჭრა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მოგვიანებით ორი მოსწავლეს მდგომარეობა კრიტიკული გახდა, რის შედეგადაც კიდევ სამი მათგანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ცნობილია, რომ თავდასხმა სკოლის მოსწავლეებზე მაშინ მოხდა, როდესაც ისინი გაკვეთილების შემდეგ სახლებში ბრუნდებოდნენ. დამნაშავე ამ დროისთვის დაკავებულია. პოლიცია დანაშაულის ჩადენის მოტივის დადგენას ცდილობს.