ებრაელმა ჯარისკაცებმა კიდევ ერთი პალესტინელი მოკლეს

ღაზას სექტორში, ებრაული ჯარების დისლოკაციის ადგილას, მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ებრაელმა ჯარისკაცებმა ერთი პალესტინელი მოკლეს, 170 კი, შეტაკების შედეგად დაშავდა. ამის შესახებ, მედიას, აშფატ ალ-კურდას ანკლავში მდებარე სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელმა განუცხადა.

„დაბრუნების დიდი მარშის“ სახელით ცნობილი საპროტესტო აქციები პალესტინა-ისრაელის საზღვარზე უკვე 1 თვეა, რეგულარულად იმართება.

„დღეს, ღაზას სექტორთან მიმდინარე აქციისას, პალესტინელი გარდაიცვალა. მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა თავის არეში აღენიშნებოდა“, – განაცხადა საავადმყოფოს წარმომადგენელმა.
ცნობილია, რომ საპროტესტო აქციების დროს მომხდარი შეტაკებების შედეგად, უკვე 42 ადამიანია გარდაცვლილი.

დღეს გაერო-ს ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესმა კომისარმა, ისრაელის ქმედებები პალესტინის საზღვარზე სასტიკად დაგმო და აღნიშნა, რომ ისრაელის არმიის მხრიდან, ძალის გადამეტებას აქვს ადგილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები