“როცა ბიძინა ივანიშვილი პარტიის მთავარი სახეა, ვფიქრობ, მის ჩრდილში ყოფნაც დიდი პატივია”

„როცა ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის მთავარი სახე და თავმჯდომარე, ვფიქრობ, მის ჩრდილში ყოფნაც დიდი პატივია,“ – ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით და მოსალოდნელი პროცესების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დავით ჭიჭინაძის თქმით, მას შემდეგ, რაც ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რანგში დაბრუნდება, ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე ჩრდილში გადავლენ.

„საერთოდ წესია ასეთი, რომ ვისი გაშლილი სუფრაც არის, იმის გვერდზე უნდა დაჯდე და არა მასპინძლად გამოჩნდე იქ. ხომ არის ხანდახან, მზე შემაწუხებელია და ჩრდილში გადადის ადამიანი, ამიტომ, ესეც სარგებლის მომცემია,“ – განაცხადა ჭიჭინაძემ.

“ქართულ ოცნებაში“ გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობას, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაიკავებს. მას პარტიის თავმჯდომარედ ყრილობაზე აირჩევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები