გია ვოლსკი: პოლიტსაბჭოში საკვანძო ფიგურების ყოფნა საჭიროა

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პოლიტსაბჭოს წევრთა შემცირების საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უნდა იყოს მის შემადგენლობაში. როგორც მან განმარტა, ის არის სამეურნეო ხელმძღვანელი, რომელიც უახლოესი პერიოდის განმავლობაში საკმაოდ ამბიციურ გეგმებს ისახავს.

“მე მგონი, ის უნდა იყოს პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში. ის არის სამეურნეო ხელმძღვანელი, რომელიც უახლოესი პერიოდის განმავლობაში საკმაოდ ამბიციურ გეგმებს ისახავს. ამ გეგმების რეალიზაცია არის მთელი მთავრობის ამოცანა, სადაც საკვანძო როლს შეასრულებს პრემიერ-მინისტრი”,-განაცხადა გია ვოლსკიმ.

როგორც მან აღნიშნა, ასევე საჭიროა “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს გენერალური მდივნის, კახა კალაძისა და აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის პოლიტსაბჭოში ყოფნა.

“ისინი თავიანთ პოზიციაზე არიან საკმაოდ მძლავრნი და ეფექტურნი იმის მიუხედავად, იქნებიან თუ არა ისინი პოლიტსაბჭოში, მაგრამ მე ვფიქრობ, საკვანძო ფიგურების პოლიტსაბჭოში ყოფნა საჭიროა. ვნახოთ როგორ დალაგდება”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები