მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნება პოზიტიური იმპულსია

ბიძინა ივანიშვილი პარტიულ საქმიანობაში ჩაერთვება მას შემდეგ, რაც ყრილობა დაამტკიცებს და ალბათ ოფიციალური კომენტარიც მაშინ გაკეთდება”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელად დაბრუნება არის ახალი და პოზიტიური იმპულსი, რომ პარტია კიდევ უფრო გაძლიერდეს.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება მმართველი პარტიისა და ქვეყნის გაძლიერებას წაადგება.
„ძალიან დიდი ხანია, რაც ამაზე მიდის საუბარი და ბიძინა ივანიშვილი საბოლოოდ დათანხმდა ამ წინადადებას. არჩევნებიდან არჩევნებამდე დინამიკა იყო ასეთი, რომ პარტია „ქართული ოცნება“ ძლიერდებოდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი პოზიტივისთვის, კიდევ უფრო სწორი მენეჯმენტისთვის, იმისათვის, რომ ასეთი ავტორიტეტის მქონე ადამიანმა თავისი რესურსი გამოიყენოს თავისივე დაფუძნებული პარტიის გაძლიერებისათვის, ეს ადამიანი დაეთანხმა ჩვენს შეთავაზებას, რაც ძალიან სასიხარულოა. ბიძინა ივანიშვილი პარტიულ საქმიანობაში ჩაერთვება მას შემდეგ, რაც ყრილობა დაამტკიცებს და ალბათ ოფიციალური კომენტარიც მაშინ გაკეთდება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები