შს მინისტრმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავს ულოცავს და მათ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას უსურვებს.