გიორგი ანწუხელიძის მეუღლე: წლებთან ერთად მონატრება და ცრემლები გროვდება – 8 აგვისტო განსაკუთრებით მძიმეა

,,დროშას არ დაადგა ფეხი, გიორგი ყოველთვის ასე იზამდა”,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლემ, მაკა ჩიკვილაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 8 აგვისტო განსაკუთრებით მძიმე დღეა.

“გიორგი აიყვანეს ტყვედ 8 აგვისტოს და შემდეგ, როგორც ვიცი, 9 აგვისტოს არის დაღუპული. დროშას არ დაადგა ფეხი, მიწას აკოცეო და არ აკოცა. გიორგი ყოველთვის ასე იზამდა. წლებთან ერთად მონატრება და ცრემლები გროვდება, არაფერი არ იცვლება, პირიქით, ყველაფერი უფრო მძიმე ხდება. 8 აგვისტო განსაკუთრებით მძიმეა,” – აღნიშნა გიორგი ანწუხელიძის მეუღლემ, მაკა ჩიკვილაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული ომიდან 17 წელი გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები