ხულოში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ჯამბულატ მელაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრ ვახტანგ ბერიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად 2008 წლის ომის 17 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს მერაბ ჭელიძის და ნადიმ ართმელაძის საფლავები. ასევე, პატივი მიაგეს ასლან შაინიძის, ომარ ასლანიძის, თეიმურაზ ბერიძის და მალხაზ აბაშიძის ხსოვნას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები