პუტინმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა
ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის ცნობით, მას ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
„ჩემს მეგობართან, პრეზიდენტ პუტინთან ძალიან კარგი და დეტალური საუბარი მქონდა. მადლობა გადავუხადე უკრაინაში ბოლო მოვლენების შესახებ ინფორმაციის მოწოდებისთვის“, – დაწერა პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელ X-ში.
მოდის თქმით, ის მოუთმენლად ელის ქვეყანაში ვიზიტს და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება მოსკოვსა და ნიუ დელის შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მიმართ.
თავის მხრივ, კრემლის პრესსამსახურმა განმარტა, რომ პუტინმა მოდის თეთრი სახლის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან შეხვედრის შედეგები გაუზიარა.