ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესთან ერთად, ვაკის პარკში შეკრებილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს შეხვდა და მათ ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავი პირადად მიულოცა.
ვეტერანებთან შეხვედრაზე პრემიერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორესთან ერთად მივიდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას მან ფაშიზმზე გამარჯვების დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 9 მაისი ყველა იმ ადამიანის გამარჯვების დღეა, ვინც უდიდესი თავგანწირვის ფასად იხსნა კაცობრიობა ფაშიზმისგან. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს ვალზე ვეტერანთა წინაშე.
“თუ ჩვენ გვაქვს ამბიცია და პრეტენზია, რომ გავხდეთ თანამედროვე სახელმწიფო, ვეტერანებზე უნდა ვიზრუნოთ. ჩვენი მთავრობა შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს, რომ ვეტერანების მდგომარეობა გავაუმჯობესოთ. 69-ე წლისთავთან დაკავშირებით ჩვენმა მთავრობამ გამოყო 400-ლარიანი დახმარება ვეტერანებისთვის და 200-ლარიანი დახმარება მარჩენალდაკარგული ოჯახებისთვის.
ვიცით, რომ ეს არ არის საკმარისი, მაგრამ ვცდილობთ, რომ მათი მდგომარეობა უკეთესი გახდეს. ჩვენი ვალია, რომ მათი ჯანდაცვა იყოს უფრო მაღალი ხარისხის და იცით, რომ ამოქმედდა ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ვეტერანებისთვის სამედიცინო მომსახურებას 100%-ით ფარავს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=CrlSJ1SFE5A” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები