ბათუმში 15 წლის გოგონას ეძებენ

უკვე მეოთხე დღეა, ბათუმში 15 წლის გოგონას ეძებენ.
მოზარდი უკანასკნელად, სახლიდან 20 აპრილს გავიდა და სკოლაში არ მისულა. ამის შემდეგ ოჯახს, მისი ადგილსამყოფელის შესახებ, ინფორმაცია არ აქვს.
ოჯახის წევრები შვილის გაუჩინარებას სოციალურ ქსელში სხვადასხვა ჯგუფში გაწევრიანებას უკავშირებენ.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, საგამოძიებო მოქმედებები 21 აპრილიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც პოლიციაში განცხადება შევიდა.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ტარდება სამძებრო სამუშაოები.
სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს პირი, ვისთან ერთადაც არასრულწლოვანი ბოლოს იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები