თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის ცნობით, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე გეგმური სამუშაოების გამო, შეზღუდვა შეეხება დიდგორის რაიონში სოფელ ტაბახმელას, წავკისის, შინდისის და კოჯრის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, გმირთა მოედნის, კოსტავას, სანაპიროს, ალექსიძის, ბენდელიანის, გამრეკელის და კუტუზოვის ქუჩების მცხოვრებლებს. ხოლო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას III კვარტლის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II, III, IV მიკრორაიონების, ნადირაძის, ქავთარაძის, ფხაკაძის, ჟღენტის, მინდელის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის, გოგაშენის, იფნევის, დვირის, ბჟოლეთის, ედისის, კვერნაულის, ვაზიანის, არალეთის, ჟველაურის და ზვარეთის ქუჩების მცხოვრებლებს, ხოლო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბენდელიანის, საყვირის, ჭყონდიდელის, მრევლიშვილის, ხვინგიას, ჭილაიას, წიწამურის, ზესტაფონის, ნათაძის, ბეჟანიშვილის, ბაგინეთის და ტრაქტორის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, სადგური ლილოს, კახეთის გზატკეცილის, ორხევის დასახლების, თეთრიხევის დასახლების, საქნავთობის დასახლების, აეროპორტის დასახლების, ქიზიყის, მებაღეობის, ენუქიძის, ჭიჭინაძის და პოლიციის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგარის, სამურზაყანოს, აფხაზეთის, სალხინოს, 9 ძმის , დოდო აბაშიძის, ლებარდოს, თეკლათის, გივიშვილის, სენაკის, ქვალონის, ტაშირის, ასხინის, აბაშის, ცაიშის, ჭალადიდის, ლანჩხუთის, ხონის, ლაილაშის და ყირიმის ქუჩების მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მარუაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
კრწანისის რაიონში,10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შუშინის, ბააზოვის, გრიშაშვილის, ფირდოუსის, ახუნდოვის და გორგასლის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხორავას, თარხნიშვილის, გურგულიას, ჯანაშიას, სვანიძის, მელიქიშვილის, ყაზბეგის, ტატიშვილის, ბაქრაძის, ბარნოვის, გუდაურის, მაჭავარიანის, ჭოველიძის, ზანდუკელის და მილორავას ქუჩების მცხოვრებლებს.
 
დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, რობაქიძის გამზირის და ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვეკუას, შეშელიძის, ხიზანიშვილის და ვასაძის ქუჩების მცხოვრებლებს. 15:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყალსადენის, შუშის, ჭედიას, სარაჯიშვილის და ლაზოს ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
 
ისნის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მცხოვრებლებს.
 
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება,”- ნათქვამია კომპანია „თელასის“ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები