ელჩი: სომხეთ-საქართველოს ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება

საქართველოში სომხეთის ელჩი რუბენ სადოიანი მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ერევანში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ელჩის განმარტებით, ერევანში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს საფრთხე არ ემუქრება.

“სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს. რევოლუციაზე საუბარი ნაადრევია. სომხეთის პრემიერმა დატოვა თანამდებობა და წავიდა კომპრომისზე. სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებს საფრთხე არ ემუქრება და ყველაფერი იქნება ისე, როგორც აქამდე იყო“,- განაცხადა საქართველოში სომხეთის ელჩმა.

11-დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, სომხეთის პრემიერი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა. პრემიერმინისტრის მოვალეობას დროებით ვიცეპრემიერი შეასრულებს, ამასთან სომხეთის პრეზიდენტმა მთავრობის დათხოვნას ხელი მოაწერა.

აქციები ერევანში 13 აპრილს დაიწყო. დემონსტრანტები სერჟ სარგსიანის პრემიერმინისტრობას აპროტესტებდნენ.

სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერმინისტრად ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი 17 აპრილს დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები