სოფო კილაძის ინიციატივით ნაძალადევში გამწვანების აქცია გაიმართა

ნაძალადევში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი გამწვანების აქცია გაიმართა, რომლის მიზანი ადგილობრივ მცხოვრებთათვის მცირე ზომის სკვერის მოწყობა იყო. სოფო კილაძის ამ ინიციატივას გამოეხმაურა შ.პ.ს. „მწვანე სამყარო”, რომელმაც სკვერისთვის სხვადასხვა ჯიშის ნერგები უსასყიდლოდ გამოყო. ღონისძიებას შეუერთდა ხელოვნების სახლი „ჰორიზონტი”, რომლის აღსაზრდელებმაც მინი-პერფორმანსით საკუთარი მხარდაჭერა გამოხატეს აქციისა და მწვანე პლანეტის მიმართ. ბრიტანეთისა და იტალიის საელჩოების წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მცენარეთა დარგვის პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღეს.

ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ჩართულობით განხორციელდა. მათ აღუთქვეს დეპუტატს, რომ ადგილზე სკვერისათვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურაც შეიქმნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები