ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა

მოსწავლეებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა. ამჯერად დაპირისპირება ქუთაისში მე-11 კლასელებს შორის მოხდა, რა დროსაც მე-2 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე საავადმყოფოში აღმოჩნდა.
როგორც შსს -ს განცხადებაშია აღნიშნული, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს, გამოძიება დაიწყო.
„23 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველომ ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებს შორის მომხდარ ინციდენტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ქუთაისის N2 საჯარო სკოლის შენობაში, ამავე სკოლის მე-11 კლასის ორ მოსწავლეს შორის სიტყვიერი შეკამათება მოხდა, რა დროსაც ა.მ.-მ წარბის არეში მსუბუქი დაზიანება მიაყენა ნ.ხ.-ს, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა.
ამ დროისთვის მოზარდი უკვე გაწერილია სამედიცინო დაწესებულებიდან.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. იკითხება აღნიშნული ფაქტის ყველა თვითმხილველი“ – ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები