იუსტიციის სასწავლო ცენტრი მოსწავლეებისთვის საზაფხულო სკოლაში მიღებას აცხადებს

იუსტიციის სასწავლო ცენტრი მოსწავლეებისთვის საზაფხულო სკოლაში მიღებას აცხადებს. პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების IX, X ან XI კლასის მოსწავლეებს საქართველოს ყველა რეგიონიდან.

მონაწილე უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას და უნდა იყოს დაინტერესებული საჯარო სამსახურის სისტემით. განაცხადების მიღება მოხდება 23 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით. პროექტის მეორე ეტაპზე გადავა მხოლოდ პირველად დარეგისტრირებული 700 მოსწავლე. მოსწავლეები თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში 27 მაისს გაივლიან ტესტირებას მათემატიკაში. შეირჩევა 30 საუკეთესო შედეგის მქონე ახალგაზრდა, რომელიც უკვე საზაფხულო სკოლის სწავლებაში ჩაერთვება. საზაფხულო სკოლაში, ლექციებს წაიკითხავენ წამყვანი ადგილობრივი ექსპერტები.

სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს: გუნდური შეჭიდულობის ტრენინგი; საჯარო სამსახურის სპეციფიკის გაცნობა; საჯარო გამოსვლა და პრეზენტაციული უნარები; ინფორმაციული ტექნოლოგიები; განათლების მნიშვნელობა და როლი; მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

პროექტი უკვე მესამედ ტარდება და მისი მიზანია საჯარო სამსახურის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებისთვის საჯარო სამსახურის არსის და მნიშვნელობის გაცნობა. საზაფხულო სკოლა გაიმართება 2018 წლის 14 ივლისიდან 22 ივლისამდე. მონაწილეები სწავლებას გაივლიან ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში.

სარეგისტრაციო ფორმის შესავსებად და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს:

სარეგისტრაციო ბმული: 

საზაფხულო სკოლის სასწავლო კურსს იუსტიციის სასწავლო ცენტრი სრულად აფინანსებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები