აკაკი ზოიძე: ზოგიერთი მშობლის დამოკიდებულება, რომ ბავშვები არ აცრან, უნდა შეიცვალოს

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზოგიერთი მშობლის დამოკიდებულება იმის თაობაზე, რომ ბავშვები არ აცრან, უნდა შეიცვალოს“, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს.
ამასთან, როგორც ზოიძე განმარტავს, ის მომხრეა, რომ აცრები სავალდებულო იყოს.
დეპუტატის თქმით, იმუნიზაცია მე-20 და 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომელიც ქვეყანაში ასიათასობით ბავშვს იცავს დაავადებისა და სიკვდილისგან.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზოგიერთი მშობლის დამოკიდებულება იმის თაობაზე, რომ არ აცრან ბავშვები, შეიცვალოს. ამას წერტილი უნდა დაესვას, რადგან ისინი ამით ზიანს აყენებენ არა მხოლოდ საკუთარი ბავშვების ჯანმრთელობას, არამედ გარშემო მყოფების, ყველა ჩვენგანის ჯანმრთელობას. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მშობელს ვუთხრათ – აცერით და დაიცავით თქვენი შვილები. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში აუცრელი ბავშვების დაშვებაზე აკრძალვაც კი არის სკოლებსა და ბაღებში. მე ასეთი რეგულაციის მომხრეც ვარ, რადგან ვაქცინაცია არის შეუცვლელი მეთოდი, რათა დავიცვათ ჩვენი შვილების ჯანმრთელობა”, – აღნიშნა აკაკი ზოიძემ.
მისივე თქმით, იგეგმება უკვე არსებულ ვაქცინებზე დამატება და სხვა ვაქცინების შემოტანაც, მათ შორის, მისი თქმით, კალენდარში ჩაჯდება პაპილომა ვირუსის აცრაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები