სოფიო ქაცარავა: გვაქვს შესაძლებლობა სიღრმისეულად განვიხილოთ და ვიმსჯელოთ თანამედროვე გამოწვევებზე

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას განცხადებით, საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის – Rose Roth-ის სემინარი.

მისივე თქმით, სემინარის ფარგლებში არსებობს შესაძლებლობა სიღრმისეულად განიხილონ და იმსჯელონ თანამედროვე გამოწვევებზე და მათი ერთობლივად დაძლევის საშუალებებზე, როგორც შავი ზღვის რეგიონში, ასევე მთელს ევროპაში.

“საქართველო რთულ რეგიონში მდებარეობს და მას არაერთ პრობლემასთან უწევს გამკლავება. თუმცა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე არა მარტო საქართველო და რეგიონი, არამედ, სამწუხაროდ, მთელი მსოფლიო დგას. ამიტომაც, ჩვენი მთავარი ამოცანა არის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და ამ მიმართულებით მეტი ერთობლივი ძალისხმევის მიმართვა.

მოხარული ვარ, რომ უსაფრთხოებისა და ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით საქართველომ, ბოლო წლებში განხორციელებული წარმატებული რეფორმებით, დიდი ნაბიჯები გადადგა და ნატო-ს მიერ აღიარებულ იქნა მჭიდრო და სანდო პარტნიორად, რომელიც მთლიანად იზიარებს ალიანსის ღირებულებებს და მზად არის წევრობის პასუხისმგებლობები და ვალდებულებები იკისროს.

ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთ მნიშვნელოვან რეფორმებს, ასევე ჩართულები ვართ გლობალური უსაფრთხოების ხელშეწყობის პროცესში და მზად ვართ განვაგრძოთ ეს გზა. დარწმუნებული ვარ, რომ ალიანსი სათანადოდ შეაფასებს ჩვენს ძალისხმევას და შესაბამის გადაწყვეტილებებში კიდევ უფრო წინ წასწევს ნატო-ში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების საკითხს”,- განაცხადა ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები