ლადო ბოჟაძე: წინასაარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

“სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
შესაბამისი შეფასება ბოჟაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც 28 აპრილს №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართ საქართველოს პარლამენტის შუალედურ და ზუგდიდის საკრებულოს მაჟორიტარის შუალედურ არჩევნებზე ისაუბრა.
„ძალიან მშვიდ გარემოში მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესები და ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან როგორც წესი, შუალედურ არჩევნებში ისეთი მაღალი ინტერესი არ არის პოლიტიკური პარტიების მხრიდან, მხოლოდ 6 საარჩევნო სუბიექტია რეგისტრირებული. 10-მა პოლიტიკურმა პარტიამ ამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა“, -განაცხადა ბოჟაძემ.
ამასთან, ბოჟაძე ფიქრობს, რომ მეორე ტური მოსალოდნელი არ არის.
„ვანსა და ხონში მერის არჩევნები სულ რამდენიმე თვის წინ ჩატარდა და არცერთ შემთხვევაში მეორე ტური არ ყოფილა, ამასთან, აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 6 სუბიექტია და იგივე – „ნაციონალურ მოძრაობას“ და ზოგიერთ სხვა პარტიას საერთოდ არ ჰყავთ კანდიდატები. ბუნებრივია, მათი ამომრჩეველი არჩევნებზე ვერ მოვა. მიმაჩნია, რომ ზუგდიდში იგივენაირად წარიმართება ვითარება“, – განაცხადა ბოჟაძემ.
ვანისა და ხონის №54 საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართება. ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები ცაიშის მაჟორიტარულ ოლქში, – 13 მაისს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები