ბათუმში, ზღვის სანაპიროზე მამაკაცი გარდაცვლილი, მეორე კი უგონო მდგომარეობაში იპოვეს

ბათუმში, ზღვის სანაპიროზე შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი, მეორე კი უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა.
უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ “მედცენტრში” გადაიყვანა.
წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, შუახნის მამაკაცებმა ალკოჰოლი მიირთვეს, რის შემდეგაც, ერთ-ერთი მათგანი ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, პირველადი მონაცემებით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება, სსკ-ის 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ხუთ წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები