პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობას მიიღებს

23-27 აპრილს, სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია გაიმართება. საპარლამენტო ასამბლეას, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით დაესწრება.

26 აპრილს გაიმართება “პანელური დისკუსია გენდერული თანასწორობის შესახებ”. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, თამარ ჩუგოშვილი, დანიის დელეგაციის ხელმძღვანელი მაიკლ იენსენი, შვედეთის დელეგაციის წევრი, იონას გუნარსონი და ასამბლეის თანასწორობის კომიტეტის თავმჯდომარე, სერბი დეპუტატი ელვირა კოვაჩი. ღონისძიებაზე, ასევე დაგეგმილია ჟურნალ პარლამენტის ახალი ნომრის პრეზენტაცია.

სასესიო კვირეულის ფარგლებში, 23 აპრილს, გაიმართება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა, საზეიმო მიღება, სადაც დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განვითარების ასწლოვან ისტორიას. ღონისძიებას გახსნის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მიქელე ნიკოლეტი.

საპარლამენტო ასამბლეის სესიის განმავლობაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევროპელ კოლეგებთან და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, რომელზეც დეპუტატები საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ.

აპრილის სესიაზე მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამეტის დელეგაციის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, ეკა ბესელია, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, გიორგი კანდელაკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები