ელგუჯა ხოკრიშვილმა სარფში ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა

  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა სარფში მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა და პროექტის მსვლელობის დეტალებს ადგილზე გაეცნო. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ნაპირსამაგრ სამუშაოებს სარფში შპს “სახელმწიფო სამშენებლო კომპანია” აწარმოებს. სანაპირო 2 კილომეტრის მანძილზე ტეტრაპოდებით მაგრდება, ნაპირის მიმდებარე მთიან ტერიტორიაზე, სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების პრევენციისთვის, ქვის ცვენისაგან დამცავი ბადე ეწყობა. სანაპირო ზოლის გამაგრებისა და მოწყობის შედეგად, ტერიტორია დაცული იქნება დატბორვისა და დაზიანებისგან.
პროექტის განხორციელების შემდეგ, გზაზე მოძრაობა უსაფრთხო გახდება როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე სატრანზიტო გადამზიდავებისთვის. საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის გასწვრივ მდებარე სანაპიროზე მიმდინარე სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 30 მილიონ ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები