შსს-ს აკადემიას სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ

   შსს-ს აკადემიას თბილისის N60 საჯარო სკოლის უფროსკლასელები ეწვივნენ. შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტი გაცნობითი ხასიათის იყო. მოსწავლეებს შსს-ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი შეხვდა და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხა. აკადემიის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს წარუდგინეს პრეზენტაცია: „სწავლება აკადემიაში“ და პოლიციელთა მომზადების მეთოდიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
შსს-ს აკადემიის წარმომადგენლებმა სტუმრებს ასევე გააცნეს შსს-ს მიერ ე.წ. ბიონარკოტიკის წინააღმდეგ დაწყებული ანტინარკოტიკული კამპანია ,,არა ბიონარკოტიკს“. მათ მოზარდებს ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში გადაღებული საინფორმაციო ვიდეორგოლები უჩვენეს, რომლებშიც სხვადასხვა პროფილის ექიმები ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარებით გამოწვეულ საფრთხეებზე საუბრობენ. მოსწავლეებს დაურიგდათ სპეციალურად კამპანიისთვის დამზადებული მაისურები და გულსაბნევები წარწერით: „არა ბიონარკოტიკს“. სტუმრებმა აკადემიის სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რეალური და იმიტირებული ტირები დაათვალიერეს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=fgweM0Td2PU&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები