თბილისში მომხდარ ავარიას ქვეითად მოსიარულე მამაკაცი ემსხვერპლა

0

თბილისში, ცოტნე დადიანის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ქვეითად მოსიარულე მამაკაცი გარდაიცვალა. ავტომანქანის მძღოლმა მიმალვა სცადა, თუმცა როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მძღოლი საპატრულო პოლიციის მიერ დადგენილია და ის უკვე გამოკითხეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი