ბრიტანელმა სამართალდამცველებმა სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილი პირების დადგენა მოახერხეს

ბრიტანული გაზეთი „ტელეგრაფი“ იტყობინება, რომ ადგილობრივმა პოლიციამ და ქვეყნის დაზვერვის სამსახურმა სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის საქმეში ეჭვმიტანილების დადგენა მოახერხეს. გაზეთის მტკიცებით, ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა შეძლეს იმ ჯგუფის იდენტიფიცირება, რომლებიც რუსული მხარის დაკვეთით მოქმედებდნენ ბრიტანეთის ტერიტორიაზე. ბრიტანელი სამართალდამცველები ამ ეტაპზე სამხილების შეგროვებით არიან დაკავებული. მათი ვარაუდით, ეჭვმიტანილთა ჯგუფმა უკვე დატოვა ბრიტანეთის ტერიტორია და რუსეთისკენ გაემართა.

სამართალდამცველების თქმით, რომლებმაც გაზეთში ვინაობის გამხელა არ ისურვეს, განაცხადეს, რომ მათ ძალიან გაუჭირდებათ ეჭვმიტანილ პირებთან რაიმე სახით დაკავშირება, დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს ფედერაციას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების გათვალისწინებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები