ბერლუსკონის „კოზა ნოსტრასთან“ კავშირი ედება ბრალად
ცნობილმა სიცილიელმა გამომძიებელმა, ნინო დე მატეომ იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი „კოზა ნოსტრას“ ლიდერებთან კავშირში დაადანაშაულა. მისი თქმით, ეს 90-იან წლებში მოხდა, როდესაც გავლენის სფეროების გადანაწილების მიზნით, ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ „კოზა ნოსტრას“ იტალიურ მაფიასთან.
იტალიის ქალაქ კამპობასოში ჩატარებული პრესკონფერენციის დროს, სილვიო ბერლუსკონიმ დე მატეოს ბრალდებები უარყო და მას „აბსურდული“ უწოდა. კრიმინალურ ავტორიტეტებთან მოლაპარაკებების წარმოების გამო, დაკავებული 9 პირის სასამართლო მრავალწლიანი განხილვები პარასკევს დასრულდა. სასამართლომ 9 დაკავებულიდან 7 დამნაშავედ ცნო, სახელმწიფოსათვის საშიში საქმიანობის ბრალდებით. ერთ-ერთი დაკავებული და აწ უკვე მსჯავრდებული მარჩელო დელ უტრია, რომელიც ყოფილი სენატორი და ბერლუსკონის პარტნიორი იყო. სწორედ მასთან ერთად ჩამოაყალიბა ბერლუსკონიმ თავისი პარტია.
დელ უტრიას სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო ბერლუსკონის პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში წერია, რომ ბერლუსკონის ამ საქმესთან ასოცირება, ლოგიკასაა მოკლებული.