საჰაერო დაბომბვის შედეგად, იემენში 20 ადამიანი გარდაიცვალა
სამხედრო კოალიციური ძალების საჰაერო დაბომბვის შედეგად, 20 ადამიანია გარდაცვლილი იემენში. საჰაერო იერიშის დროს, სატვირთო მანქანა დაიბომბა, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობა გადაჰყავდა. შემთხვევა ტაიზის პროვინციაში მოხდა. 6 გარდაცვლილის ამოცნობა მოხერხდა, ხოლო სხვა გარდაცვლილების ვინაობა დაუდგენელი რჩება, მათი სხეულის დაზიანების ხარისხის გამო.
ამხედრო კოალიციის წარმომადგენლის განცხადებით, ინციდენტის დეტალებს აუცილებლად გამოიძიებენ.
საუდის არაბეთის კოალიცია იემენში მიმდინარე სამოქალაქო ომში ჯერ კიდევ 2015 წელს ჩაერია, როდესაც ირანის მხარდაჭერის წყალობით, ჰუსიტებმა ქვეყნის კანონიერად არჩეული პრეზიდენტი – აბდ-რაბუ მანსურ ჰადი ქვეყნიდან გააძევეს და მართვის სადავეების ჩაიგდეს ხელთ. იემენში მიმდინარე სამწლიანი სამოქალაქო ომის შედეგად, უკვე 10 000 ადამიანია გარდაცვლილი, 2 მილიონამდე მოქალაქე ლტოლვილად იქცა, ქვეყანა კი შიმშილის ზღვარზეა.