ნიკარაგუაში, საპროტესტო აქციის დროს, 3 ადამიანი მოკლეს

ნიკარაგუას დედაქალაქ მანაგუაში გამართული საპროტესტო აქციისას, როდესაც ხალხი მთავრობის სოციალური უზრუნველყოფის პოლიტიკას აპროტესტებდა, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. შედეგად, გარდაცვლილია 3 ადამიანი, აქედან ერთი პოლიციელია.

მანაგუაში საპროტესტო აქციები უკვე მესამე დღეა, რაც მიმდინარეობს. მოქალაქეები სამუშაო პირობების გაუარესებას და პენსიების შემცირებას აპროტესტებენ. წითელი ჯვრის ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლის განცხადებით, ამ ეტაპზე არაა გარკვეული, თუ რა მოხდა კონკრეტულად ან რა გარემოებაში გარდაიცვალა 3 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები