გედევან ფოფხაძე: თუ ვინმე „მაუგლის“ პერსონაჟ მგელს, “აკილას” შემადარებს, არ მეწყინება
„ხუმრობაა, გია არის ჩემთვის ძალიან პატივსაცემი და საყვარელი ადამიანი, ამ ხუმრობაში მისთვის შეურაცხმყოფელს ვერაფერს ვხედავ”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე დავით ჭიჭინაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მან გია ვოლსკი „მაუგლის“ პერსონაჟ მგელს, “აკილას” შეადარა.
მისივე თქმით, მას თუ ვინმე ამ პერსონაჟს შეადარებს, არ ეწყინება.
„ხუმრობაა, გია არის ჩემთვის ძალიან პატივსაცემი და საყვარელი ადამიანი, ამ ხუმრობაში მისთვის შეურაცხმყოფელს ვერაფერს ვხედავ, “აკილა” არის ძალიან კარგი პერსონაჟი და თუ ვინმე მას შემადარებს, არ მეწყინება.
მაგაზე უკვე დავითი და ბატონი არჩილი ერთად ისაუბრებენ და გაარკვევენ, თუ რაიმე სხვა კონტექსტი იყო,“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.