საქართველოსა და ბრაზილიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება

20 აპრილს, ბრაზილია-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრული და  პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრებს.  მინისტრის მოადგილე  დამსწრე საზოგადოებას იუბილისადმი  მიძღვნილი საფოსტო მარკის ნიმუშს წარუდგენს, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ფოსტის ხელშეწყობით გამოიცემა.

სიტყვით ასევე წარსდგება საქართველოში ბრაზილიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბატონი სისერო მარტინს გარსია.

ღონისძიებაზე თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ვახტანგ კახიძის დირიჟორობით,  შეასრულებს ბრაზილიელი კომპოზიტორების მიერ შექმნილ ნაწარმოებებს.

საზეიმო ღონისძიება საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით, ჯ. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკისა და კულტურის ცენტრში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები