ირაკლი მეზურნიშვილი გერმანიის ბუნდესტაგში შეხვედრებს მართავს
საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დეპუტატმა შეხვედრა გამართა გერმანიის ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ნატოში გერმანიის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელთან კარლ ლამერსთან.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები განიხილეს.