არჩილ თალაკვაძე: დავით ჭიჭინაძეს ჩემს კაბინეტში მძიმე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია დავით ჭიჭინაძის განცხადებები ირაკლი კობახიძის, გია ვოლსკისა და სხვა კოლეგების მისამართით.
მისი თქმით, ვინც თანაგუნდელებს შეურაცხყოფას აყენებს, გამართლება ვერ ექნება.
„დავით ჭიჭინაძეს ჩემს კაბინეტში მძიმე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. ვინც შეურაცხყოფას აყენებს თანაგუნდელებს, გამართლება ვერ ექნება. ჩემთვის მიუღებელია მისი განცხადებები ირაკლი კობახიძის, გიორგი ვოლსკის და ჩვენი სხვა კოლეგების მიმართ”, – აღნიშნა თალაკვაძემ.
ბოლო პერიოდში, დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ თანაგუნდელების ნაწილი მწვავედ გააკრიტიკა.