გუგული მაღრაძე დავით ჭიჭინაძეს პასუხობს: ეთიკის კოდექსი კოვზით ჭამას არ ასწავლის
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გუგული მაღრაძე დავით ჭიჭინაძის კრიტიკულ განცხადებას პასუხობს და თვლის, რომ ასაკზე მითითება, დისკრიმინაციული და არაკორექტულია.
„კოვზი მარჯვენა ხელითო? თუ ცაციაა ადამიანი რა, უნდა დაუშალო და მარცხენა ხელით არ უნდა აიღოს კოვზი? მსგავსი გამონათქვამები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ძალიან შორს ვართ იმ სტანდარტებისგან, რასაც უნდა ექვემდებარებოდეს პარლამენტის წევრი თავის ქცევაში, თავის გამონათქვამებში და განცხადებებში. სწორედ ამიტომ არის ეთიკის კოდექსი საჭირო.
ეთიკის კოდექსი კოვზით ჭამას არ ასწავლის, თუმცა ცაცია თუა ადამიანი მას ცაცია ხელში კოვზის დაკავებას ვერ დაუშლი… რაც შეეხება ასაკს ეს არის წმინდა ასაკობრივი დისკრიმინაცია, ჯერ ერთი მე და დავით ჭიჭინაძე დიდად არ განვსხვავდებით ასაკით, 1992 წლიდან ვიცნობ. თუკი ადამიანი თავს დებს კარგ აღზრდაზე ისედაც არ არის საჭირო ასაკის მითითება,“-აცხადებს გუგული მაღრაძე.
„ადამიანი, რომელიც მაგ ასაკში იმყოფება ეთიკა და ზრდილობა უკვე შეძენილი უნდა ჰქონდეს“ – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძენ გუგული მაღრაძეზე გააკეთა.