მამისა ჯაფარაშვილი: განსაკუთრებით მზარდია, ბანკების მხრიდან ოჯახების გამოსახლებაზე მიმართვა

„ხალხის პარტიის“ თავმჯდომარემ, ალექსანდრე კობახიძემ პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც ოჯახის ბოლო საცხოვრებლიდან გამოსახლების აკრძალვას ეხება.
როგორც მან აღნიშნა, კანონპროექტი პარლამენტში შეტანილია, თუმცა ქმედითი ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა.
“ვიწყებთ ახალ კამპანიას, „ხალხის პარტია“ და „სახალხო ტრიბუნები“ ერთობლივად ვაპირებთ მოვახდინოთ აქცენტირება ყველა იმ პრობლემაზე, რომლებიც დაკავშირებულია სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთან. ახლაც მივდივართ საგარეჯოში იმ ოჯახში, რომელსაც ასახლებენ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ის რეალური სურათი, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს კანონპროექტი, რომელიც ეხება ბოლო საცხოვრისიდან გამოსახლების პროცესებს. ამ კუთხით ვაპირებთ პარლამენტში მუშაობას, რომ აღნიშნული კანონპროექტი მიიღონ. ამის მეშვეობით ხალხის გამოსახლება აღარ მოხდება. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამეტში შეტანილია, მაგრამ აქტიური ქმედება არ იგრძნობა ჯერ. ჩვენ სამართლებრივადაც უნდა დავეხმაროთ ასეთ ოჯახებს. სახელმწიფოს არსებობა უნდა იგრძნონ მათ”,-განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის „სახალხო ტრიბუნების“ პრეზიდენტმა, მამისა ჯაფარაშვილმა აღნიშნულ პროექტზე ვრცლად ისაუბრა და განაცხადა, რომ გამოსახლებაზე მიმართვა განსაკუთრებით მზარდია ბანკების მხრიდან. მისივე თქმით, ამ კანონპროექტის თანახმად, საკუთრების გამოსყიდვა სამი წლის ვადაში მოხდება.
“ჩვენ ვართ ამ კანონპროექტის ინიციატორები, რომლებიც შევიტანეთ პარლამენტში, ესაა ბოლო საცხოვრისის შესახებ სააღსრულებო წარმოებაში ცვლილება. დიდი ხნის განმავლობაში ინიცირება, რომ არ გაუკეთეს მივეცით „პატრიოტთა ალიანსს“ აკაკი ზოიძემ ითავა ეს ყველაფერი, მაგრამ ჯერ კიდევ ჭიანურდება პროცესები. განსაკუთრებით მზარდია, ბანკების მხრიდან გამოსახლებაზე მიმართვა.
ჩვენი კანონპროექტი ითვალისწინებს იმას, რომ ბოლო საცხოვრისიდან არ შეიძლება გამოსახლება, თუ ვინც არის მოვალე აღმასრულებელს წარუდგენს ცნობას, რომ ეს არის მისი და მისი ოჯახის ბოლო საცხოვრისი და ასეთი შემთხვევა დაექვემდებარება სამწლიან გამოსყიდვას მხოლოდ ძირი თანხის გადახდით. თანხის ჩამოწერა არ არის ჩვენს კანონპროექტში, ჩვენი ორგანიზაცია მეორე მხრის უფლებების დარღვევაზე არაა ორიენტირებული”,-განაცხადა მამისა ჯაფარაშვილმა პორტალ “კვირას” პრესკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები